0.00 ₾
MYFILE.GE
24-05-2024, 10:59 61 0

OpenAI Custom Model-ის პროგრამას აუმჯობესებს

OpenAI Custom Model-ის პროგრამას აუმჯობესებს



იმისათვის, რომ მეწარმე მომხმარებლებს მათზე მორგებული გენერაციული AI მოდელების შექმნაში დაეხმაროს, OpenAI-მ გადაწყვიტა, თავისი Custom Model-ის პროგრამა განევითარებინა… Custom Model ჯერ კიდევ გასულ წელს გაგვაცნეს და ასე კომპანიებს საშუალებას მისცეს, OpenAI-ის მკვლევრების ჯგუფთან ემუშავათ, რათა კონკრეტული დომენებისთვის დაეტრენინგებინათ და გაეუმჯობესებინათ თავიანთი მოდელები. მას შემდეგ კი სისტემა ათობით მომხმარებელს აერთიანებს. როგორც ვიგებთ, კომპანიაში სწორედ ამ გუნდებთან მუშაობისას გაანალიზეს, რომ მაქსიმალური შედეგების მისაღებად პროგრამის მასშტაბირება იყო საჭირო. ამიტომ, Assisted Fine-tuning და Custom-trained მოდელები შემოგვთავაზეს. Assisted Fine-tuning Custom Model პროგრამის ახალი კომპონენტია, რომელიც „დამატებით ჰიპერპარამეტრებს იყენებს მოდელების დასახვეწად“. უფრო მარტივად რომ გითხრათ, ეს ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, სასწავლო მონაცემები შეფასების სისტემები და სხვა მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა შექმნან, რათა კონკრეტული ამოცანები მოდელმა უკეთ შეასრულოს. რაც შეეხება Custom-trained models-ს, იმ მომხმარებლებისთვისაა, რომელთაც თავიანთი მოდელების უფრო დახვეწა სურთ ან თუნდაც ახალი, დომეინისთვის სპეციფიკური ცოდნის მიღება. „ჩვენ გვწამს, რომ მომავალში ორგანიზაციების უმრავლესობა მათზე მორგებულ მოდელებს განავითარებს, რომლებიც პერსონალიზებული იქნება მათსავე ინდუსტრიაზე, ბიზნესსა თუ ნებისმიერი გამოყენების შემთხვევაზე. მათზე მორგებული მოდელის შექმნისთვის ხელმისაწვდომი ტექნიკების მრავალფეროვნებით ნებისმიერი ზომის ორგანიზაციას შეეძლება პერსონალიზებული მოდელების განვითარება, რათა თავიანთი AI მცდელობებით მეტად მნიშვნელოვანი შედეგები მიიღონ“, — ვკითხულობთ OpenAI-ის განცხადებაში. როგორც ვიგებთ, Fine-tuned და Custom მოდელები OpenAI-ის მოდელის სერვისის ინფრასტრუქტურაზე დატვირთვას შეამსუბუქებს… ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევაში მორგებული მოდელები უფრო პატარაა და უკეთეს შედეგებსაც უზრუნველყოფს, ზოგადი დანიშნულების მეტოქეებისგან განსხვავებით. ხოლო, რადგან გენერაციული AI-ის მიმართ მოთხოვნა პიკს აღწევს, ეჭვგარეშეა, რომ ეს მომხმარებლებისთვის მიმზიდველი გადაწყვეტილება იქნება…

ფაილის გადმოწერა

კომენტარები (0)

კოდის განახლება